|
ოცი წლის წინ, როცა გულში, ჩიტბატონა ფრთხიალებდა, მობრიალე ატმის ტოტი მხრებზე წითლად რომ მეხურა, - სუფსისპირას, მთვარიანში, ფეხშიშველამ ვიარე და... "მიყვარხარო!" - ვიღაცის ხმა შორეთიდან მომეყურა.
ჩაიქროლეს იმას მერე, "მიყვარხარო!" - ბევრმა მითხრა, ბევრის გულიც დამითუთქავს... ზოგი ნისლში გაფერმკთალდა, ზოგსაც კიდევ ვინ ახსენებს, მაგრამ მაინც იმნაირად, იმნაირად არვის უთქვამს.
მარტო ფიქრი და დარდი ვარ, მობრიალე ატმის ტოტი მხრებზე აღარ მეხურება, სუფსის პირას მთვარიანში, რახანია არ დავდივარ... "მიყვარხარო!" - ვიღაცის ხმა მაინც ისევ მეყურება. |
| პოეზიის გვერდი • • • |


