|
დავეწაფე, ვიღაცამ ბეჭებში დამტაცა ხელი, გავუძალიანდი, შევები, ავიხედე, კლდე აყუდებულიყო თვალებსველი... შემრცხვა... მუხლებში ჩავუვარდი და ვეჩურჩულები: - თქვენი ფეხის ნაბანსა ვსვამ, კარგებო... მერე ნაბიჯის სიგრძე გამიზომეს, ბეჭები გადამიმტკავლეს, შუბლი ჩამიზოლეს, მკერდი გადამიტყავეს, მაჯა გამისინჯეს, მუხლი შემიმოწმეს, ქედზე მზე დამიშვინდეს, დაიბუბუნეს: - შაგერგოს! |
| პოეზიის გვერდი • • • |


