|
მე თვალს დავხუჭავ... და ჩემს წინაშე აიმართება რუსთველის ლანდი: შემოდის იგი მგოსნის ბინაში და თან შემოაქვს სითბო და ყანდი.
ჩაკეცილ ქუდით, ღიმილის კმევით, თითქოს კედლები გასწიეს განზე, თითქოს ეს ჭერი ავიდა ზევით.
არც შავთელს ვჭვრეტდი მის შერმადინად. გაშალა წიგნი და რითმის დასტა მარგალიტებად გადმოადინა.
ვით კრიალოსანს მძივებზე მძივი, მაგრამ როცა სთქვა: „სჯობს სიცოცხლესა“... წიგნების ლოყა აინთო სხივით.
უცნობი ძალის გამოძახილი: ხან თითქოს ზარმა ხმა დაიდუმა, ხან თითქოს ასხლტა, როგორც მახვილი.
თითქოს დაჭრილი ირემი მორბის. - ო, მისი ლექსი ისე მძაფრია, როგორც სურნელი გალეწილ ხორბლის.
მე იმის სიტყვებს ეხლაც ტყვედ ვყევარ თამარ დედოფლის თითებს ვადარებ სტრიქონში შებმულ რითმების ყევარს.
ვიგრძენ სინორჩე, გარდვიქმენ სრულად. მან გადაისვა თითები თმაზე და გადმომხედა დარბაისლურად.
სიბრძნე, სიუხვე, ლექსის დინება, ის დამყურებდა როგორც მყინვარი და ჩემი ქვეყნის აღორძინება. |
| პოეზიის გვერდი • • • |


