კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 23:22

 

სიყვარული! საიდან და როგორ?

(ვინ ელოდა გარდასულის ნაცვლად),

მათრახივით მოქნეული გოგო

სულს უბერავს მინავლებულ ნაცარს.


და ამომდის უჩვეულო ფრთები,

ნაჩუქარი უჩინმაჩინ უფლის...

რა ლამაზი - ეს ხრიოკი მთები!

რა ნათელი - ეს ნაოჭა შუბლი!


კი ყოფილა ამა ქვეყნად ღმერთი,

სიყვარულის სახეობად ვცანი.

სიცოცხლისთვის - გაღიმება ერთი,

სიკვდილისთვის - უმისობის წამი.


კარს აწყდება უხერხულო ექო,

ეს ქარია, მოქირქილე ქარი:

ადრინდელი არაფერი იყო?

დღევანდელი ყველაფერი არი?..


მაინც ვლოცავ სასწაულის მომტანს,

ალბათ ფრთებით შევასკდები ამ ცას...

მათრახივით მოქნეული გოგო

სულს უბერავს მინავლებულ ნაცარს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ავთანდილ გურგენიძე  • • •   ავთანდილ გურგენიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen