კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 23:34

 

 

ვარსკვლავიანი ფიქრი მაქვს,

ნისლივით მწვერვალს ედება.

ხან ცას ზემოდან დასცქერის,

ხან მიწას ფეხქვეშ ეგება.


ხან მოწვიმს, ამოიცვარავს

გულს ჩემი თეთრი გვირილა.

ხან ცრემლის ჩქერებს აჰყვება,

ხან იყვავილებს ღიმილად.


ერთ დღესაც, როცა არც ველი,

ჭექით მომივა კერაზე,

რა ცეცხლს შეუნთებს გონებას,

რა სიტყვას მომდებს ენაზე.


მოვა და ამოიბერტყავს

ცხად-სიზმრით ავსილ უბეებს,

ხან მზეს ჩაჰყვება შავეთში,

ხან მიმქრალ მთვარეს უფერებს.


დაივლის ცეცხლის ბურთივით

ხსოვნის გაუვალ დარანებს.

ხან წინ გამასწრებს სიკვდილში,

ხან დაბადებას მანანებს.


მიივლ-მოივლის ჩქვეფითა

ქვეყნის კუთხეს და კიდესა,

სულ ბოლოს შენთან მომიყვანს,

დარდის ცეცხლს წამიკიდებსა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen