კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 22:50

 

მომგონებიხარ, მომგონებია

ლერწმად რხეული შენი სხეული.

ეს ვაგონებიც მონგოლებია

და სად მივყავარ შენი რჩეული.


შენ დარჩენილხარ მთების გადაღმა,

მიკვირს, რომ გული კიდევ მთელია.

გზამ დაგვაშორა, ტურფავ, ამაღამ

და ეს მანძილიც ჩვენი მტერია.


ვარსკვლავი თითქოს ცრემლის შხეფია,

ამგვარ ვარსკვლავით რვეულს ვჟონავდი.

გულზე ხელები დამიკრეფია

და მიფიქრია ალიონამდი.


მომგონებიხარ, მომგონებია

ლერწმად რხეული შენი სხეული.

ეს ვაგონებიც მონგოლებია

და სად მივყავარ შენი რჩეული.


რით ავათრთოლებ გზაში ჭიანურს,

მინდორს დაჰკვრია გაცრილი ნისლი.

შენს სათნო სახეს, სახეს ჭკვიანურს,

ვინ შეურია მონგოლის სისხლი.


სად მიმაქროლებს გზა ანთებული,

მთები განვვლე და განვვლე ჭალები.

საით გავრბივარ შეშფოთებული,

მთით მომაშველე შენი თვალები.


სადგურში მივალთ დანიშნულ დროზე,

ჩაქრნენ ღამეში ჩრდილნი მთებისა.

შენზე ვიფიქრო თუ სამშობლოზე?

გამხადე ღირსი ყურადღებისა.


აგერ მივყვები უცხო ვაგონებს.

შენზე მღერალი. ღამის მთევარი.

ახლა მთის იქით ირემს მაგონებ

და მე სად მივქრი შენი მდევარი.


ალბათ ვიქნები სადგურში დროზე,

ჩაქრნენ ღამეში ჩრდილნი მთებისა.

შენზე ვიფიქრო თუ სამშობლოზე?

გამხადე ღირსი ყურადღებისა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - სიმონ ჩიქოვანი  • • •   სიმონ ჩიქოვანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen