კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 13:09

 

სალამი მუშათა კლუბსა,

ცხოვრების სარკეს სცენასა,

სალამი ამხანაგებსა

და დასწრებულსა ყველასა,

მუშა მგოსანი მიმიღეთ,

არვინ მოხვიდეთ წყენასა,

ოცდარვა წელი შესრულდა,

ხალხს უგალობებ ენასა.


სალამი საქართველოსა,

სადაც მირწიეს აკვანი,

რომელი ენაც მაცხოვრებს,

მისთვის მიცია თაყვანი.

წამება ბევრი მინახავს,

ტყვეობა, ციხე, საკანი,

მხოლოდ მე შემრჩა ორი რამ

კალამი - ღვინის სტაქანი.


ჩემი ცხოვრების აწერას,

სჭირდება ბევრი რვეული,

ნიკოლოზისა ხელშია,

სულ ვიყავ გამომწყვდეული, 

მუშები მყავდნენ მფარველად, 

როს ვიყავ გამოქცეული, 

არ მოვკვდი, კიდეც მოვესწარ,

რწმენასა ვიყავ ჩვეული.


დღე გამითენდა დიდების,

მეფე დავამხეთ წყეული, 

ორთავ არწივის სამეფო,

ხო, ვნახე ჩამონგრეული,

მისი ფლაგები ხო, ვნახე,

სუყველგან ჩამოხეული, 

სიხარულისგან დავდივარ,

ჭკვაზე შეშლილი, ეული.


მომაგონდება, თუ ვისმეს,

ჩემგან თუ რამე სწყენია,

დღესაც კი მტკივა წყლულები, 

ვისაც რომ ჩემთვის კბენია,

მხოლოდ კი ჩემსა ენასა,

სწორე გზა ჩაუდენია,

რევოლუციის დარაჯად,

შვილები გაუფრენია.


მუზა თავში მყავს ყოველთვის,

არ მინდა სხვაგან მაგრება,

მე რაც მიყვარდა, ის მიყვარს,

დღესაც კი მას ელოდება, 

სირცხვილი შვილსა წითელსა,

იცოდეს ტირილ-გოდება.


ხიდის კეთებას მეც ვიყავ,

ბოლოს არ მიმიკარეთა,

წითელი ბაღის შვილი ვარ,

დავდივარ ღობის გარეთა.

შავი ბნელეთის შვილები

დღეს ჩამიქრობენ მწარეთა,

ტყვიას პირველს მე მივიღებ,

ჩემს გვამზედ გადიარეთა.


ჩემი პროგრამა ეს არის,

სწორედ დავიწყო პირათა,

არვის დავუთმობ, არც მივცემ,

რაც რომ დამიჯდა ძვირადა,

დედა შეერთოს იმ კაცსა,

ვიძახი დასაყვირადა,

მეოცე საუკუნეში, 

ვინც რომ მაიქცეს ვირათა. 

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen