კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 17:35

 

ლამაზი ვარ და კიდეც მიხარიან,

ერთი ვინმე დამიწვია ძალიან,

ვერ ჰკურნავენ რაც ექიმნი არიან,

იეთიმ-გურჯო, შენთვის არა მცალიან.


ბევრი იწვის ჩემს სახელის სმენაზე,

მოჩვენება ვარ ქვეყნისა სცენაზე,

ერთი ძლიერ დამიჩაგრავს ყველაზე,

იეთიმ-გურჯსა ვაწერივარ ენაზე.


მე ჩავაგდე წამებისა გზაზედა,

მოუცლია მარტო ჩემსა თქმაზედა,

დამისვია გაყინული ქვაზედა,

მაინც კიდევ ვერ მოსულა ჭკვაზედა.


იეთიმ-გურჯო, მწარე ცრემლით ინამე,

მოგიშალე სახლი, კარი, ბინა მე,

ხნიერი ხარ, სად შენა და ვინა მე,

ვერ მომხარშავ, ვარ ფოლადი, რკინა მე.


მაისის თვის ყვავილივით მშვენი ვარ,

იეთიმ-გურჯო, შენთვის ცეცხლის გენი ვარ,

შენ ძია ხარ,მე კი შევარდენი ვარ,

არ დამწყევლო, ბოლოს მაინც შენი ვარ. 

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen