|
გამხიარულდი ბუხარო! გულჩახვეული ნუ ხარო!.. მცივანა ზამთარს უყვარხარ და არც ცხელ ზაფხულს სძულხარო!
მოგვაქვს სამკვლევი "ჯეჯილი“ ღმერთმა მრავალს წელს დაგასწროთ და გაგიმრავლოთ ხეხილი!
დაბლა ნაკვერჩხალს, მაღლა ალს…. ნიგუზალს შეგიჩინჩხალებთ, გაგაყრევინებთ ნაპერწკალს.
ეს ძველებური წესია: ის ერთი ასად მოიმკოს, რაც კარგი დაგითესია!..
ხორაგეული ამდენი!.. ამდენი ჯოგი ოთხფეხი: ცხვრები, ძროხები და ცხენი.
თვალ-მარგალიტი ამდენი! სიკეთე ბევრი სხვა-და-სხვა და ღმერთი მხოლოდ ამხდენი!!
ჩვენც დავამატებთ ერთს ტკბილსა „ამდენი თანამგრძნობელი და წამკითხველი "ჯეჯილსაც"
დაფიქრებული ნუ ხარო. ჩვენს მოყვრებს ყველას უყვარხარ!.. მტრებს ხომ სძულხარ და სძულხარო. |
| პოეზიის გვერდი • • • |


