|
მეც დრო მქონდა, სილამაზე მშვენოდა, რა ვიცოდი, რომ სიბერე მელოდა, მწარე, ტკბილის ამხანაგად სწერია, დაბერდები, შენც მოგივა ჯერია.
ჩემი ნახვა მითხარ, რად გეზარება, რას მიყურებ ამ სევდიან თვალებში, ორივ ჩავალთ ჩვენ შავსა სამარეში.
მდიდარი ხარ, რომ ლამაზი ბრძანდები, არასა გთხოვ, ამნისტია გაეცი, გამიცინე ან სალამი მამეცი.
დამჭკნარ სახეს დარდიანად შახედავ, ჩვენ ორივეს მიწა დაგვეფარება, იეთიმ-გურჯის ნახვა ნუ გეზარება. |
| პოეზიის გვერდი • • • |


