კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 01:11

 

გამაბრაზა გუშინ ცირამ,

სულ არ იცის შესვენება, 

კითხულობს და შიგ ბევრი რამ 

გაუგებრად ეჩვენება.


ამოიწერს სიტყვებს ნუსხად, 

განა ერთსა, ათს და ასსა. 

ვეუბნები: რასა სწუხარ, 

რაც არ გესმის, ჰკითხე სხვასა.


აი ახლაც სასაუბროს 

ვერ აუბა სიტყვის კილო...

- რაც არ გესმის, ჰკითხე უფროსს, 

აქ რა არის სათაკილო?


სწავლამ ბევრი გამოზარდა, 

რა დააშრობს სიბრძნის ზღვასა? 

ამდენი ხნის კაცი ვარ და 

რაც არ მესმის, ვკითხავ სხვასა!

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen