კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 22:08

 

ნეტავ ბოლო როდის უნდა მოეღოს,

რომ ეს გული მე აღარა მტკიოდეს,

ნეტავ ის დღე როდის გამითენდება,

უსამართლოდ ცრემლი აღარ მდიოდეს.


წამების გზა როდის უნდა გათავდეს,

ცოდვის შვილმა ერთხელ კაცად ვიარო,

სად ვიპოვო ჩემი დარდის გამგები,

ჩემი სევდა ძმურად გავუზიარო!


ვისა ვთხოვო, რომ ჩემს ბედთან გამყაროს,

სამუდამოდ მოვრჩე იმ უსამართლოს,

ახ, სად არის მართლმსაჯული სუდია,

ჩემი ბედი ჩემთან გაასამართლოს.


ვის ვასმინო საიდუმლო გულისა,

გამოიცნოს ჩემი ჩანგის ჟღერანი,

მუდამ გლოვნა, კვნესა, ცრემლი, გოდება,

ნაღვლის მელნით სევდიანი წერანი.


სულ წამებას მოკვდეს კაცი, სჯობია,

სამუდამოდ მორჩეს და მოისვენოს,

მარად იყოს სამარეში დებული,

განუტევოს სული და განისვენოს.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen