|
რაზე ფიქრობ, მითხარ, რაზე, ასე დიდხანს. რად წახრილხარ, ყავარჯენი ხომ არ გინდა, არც სამრეკლო ზარის ხმაზე სულს არ ითქვამს... ნინო წმინდა...
ო, იმ ზარებს თქმა თუ სურდათ კიდევ რამის, და ზარები ისევ აღარ ზანზარებენ, სდუმს ივერის მარიამი.
კვლავ ცრემლი გდის დახავსებულ კედლებიანს, მაინც მოვალ და ორთავეს ცოდვებისთვის მუხლთ მოგიყრი, ეკლესია.
აღაღადდი, აღსარება მაინც მინდა, ო, სადა ხარ, გეამბორო ვაზის ჯვარზე, ნინო წმინდა.
ჯვრებამოჩრილს, გადაბარდულს, ეკლებიანს, შავ ფიქრებში ყორანივით შერუჯული ჩამარხულხარ, ეკლესიავ.
გადადექი ამ ცხოვრების შარაგზიდან, დაავიწყდათ ღვთისმშობელი მარიამი, იესო და ნინო წმინდა. |


