|
გახარებულო! ბავშის თვალებით შენ დილამ მადლი ჩამოგაპკურა, ჩვენ გიყურებდით ხან მოკრძალებით და ხან გკოცნიდით ამხანაგურად.
აენთე ღარიბ სომხეთის მთაზე, და ძმობის კვალი, შენგან ნათელი, საასპარეზოდ შემოგვთავაზე.
ბუდობდნენ გლეხთა დაბალ ოდებში; და მოციქულის თავგამეტებით ჩასდექ ომების სიბოროტეში.
მოკვდი და გრძნობას ნისლი მოედო; იტყვიან ბავშნი: „წმინდა ოვანეს“, გავიმეორებთ: „წმინდა პოეტო“.
და დიდხანს სევდის თვალებით ვუმზერ, როგორ დადგება ანუში ნაძვად შენს კეთილშობილ საფლავის გულზე. |
| პოეზიის გვერდი • • • |


