|
(ნოე ჩხიკვაძის ხსოვნას)
შურისძიებით ავანთებ ალმურს, ცას მივეჭრები გააფთრებული, რომ გამოვსტაცო მსოფლიოს უკუნს სიცოცხლის სხივი აყვავებული.
არეს დავაკმევ სურნელს ნაზ და ნელს... მაგრამ... ვაგლახ მე... გლოვით ვკლავ წყურვილს და შენს საფლავზე ვაფრქვევ ცხარე ცრემლს. |


