|
ყივჩაღეთისკენ თეთრი ტრამალი გააქათქათა მოზდოკის მთვარემ, გულის ნაწვიმი და ნატამალი, თუ რამე შემრჩა, ვიმღერო ბარემ... მენავეთათვის და მოგზაურთა! - შავი ზღვის ნისლებს ამოვეფარე.
როგორც სასანთლე გაჩაღებული; შორიდან რაზე მელამაზები, გული მაქვს გულთან დაჯახებული!
ირმის ნახტომებს ვემარტოები; შავს ყურღანებში სძინავთ ყივჩაღებს, თავქვეშ უგიათ თოქალთოები.
გარმონს უკრავენ დონის ქალები, დარიალს ვეღარ შემოანათებს მათი ჭიხვინა ცხენის ნალები.
როგორ ამტვრევდნენ გულის ფიცარსა; მაგრამ ვერ ნახეს ქვეყნად წამალი და გამწარებით ხრავენ მიწასა! |


