|
ცოდვას ფრთა მიეც, მდაბიორი დასვი ბატონთან, მე ღრუბელ-ღრუბელ გამაბნიე, ქარში გამთესე, ათოვდა ქოხებს, უდედმამო სიყრმეს ათოვდა და ეშმა საყდარს იკეთებდა რკინის ამწეზე.
და მზეც, - რაკიღა განამქრიე, ჩრდილში ამწესე, - ბნელთან დაობდა, ქოთქოთებდა და კამათობდა და ტვირთად აწვა უდღეურთა სიგულნამცეცე.
გალეულიყო სათნოება და სულს ღაფავდა; ხმა კი კვლავ ხმობდა, სიყვარული სხივს იკედლებდა,
როგორც ყოველთვის, მოდიოდა მწყემსი ბეთლემთან და მტრედის ჩრდილი ეცემოდა ბავშვის აკვანზე... |


