კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 01:43

 

ერთი ქალისას ამბობდენ,

მშვენიერება არიო.

ნეტავ მას, ვინც კი გახდება

იმისი მეგობარიო...


ამ დროში საქართველოში

არავინა ჰყავს ტოლიო,

მაგრამ ვინ ღირსა, რომ ჰყავდეს

მისებრ ლამაზი ცოლიო?..


ტაძარი არის ტრფობისა

მისი უმანკო გულიო:

ბევრი ჭაბუკი გვინახავს

მის გამო გალახულიო!


ვითა ბულბული კოკობ ვარდს,

დასტრფიან ყმაწვილებიო;

ეხეთქებიან ერთმანეთს

უსაქმო ცუღლუტებიო!


მაგრამ ამ ლამაზ ქმნილებას

სხვა მხრით უჭირავს თვალიო...

მოდით და ნახეთ საქები

ჩვენი ქართველი ქალიო!


წაველ და ვნახე ლამაზი:

მართლა რომ მოსაწონია!

მაგრამ შემცდარი ბრძანდება,

ვისაც ქართველი ჰგონია!


სახელად ერქვა მაშინკა;

ვსთქვი: თუ რა არის მოდა-თქო?

ძველი დრო რომ ყოფილიყო,

მარიამ ერქმეოდა-თქო!


თავ-მოხდილს, საკუთარ თმებში

სხვებისაც ქონდა ჩართული!

სხვა ენად ამიჟღურტულდა,

ეზარებოდა ქართული!


ამბობდა: „როკორ ვიკადრებ

ქართულად ჩაცმა-ხურვასო!“

ნახევრად იყო ტიტველი..

თითქო აპირობს ცურვასო!


კაჭკაჭივითა მეტყველი,

დახტოდა როგორც კალია,

ის ტუტუცების დამწველი

და მათი გულის-კალია.


მხოლოდ ეს იხატებოდა

იმის ჟუჟუნა თვალებში:

„მე ჩემი დღე და სოფელი

უნდა დავლიო ბალებში!“


და ეს სიტყვები ეწერა

იმის მშვენიერ სახესა:

სხვა საქმე არ მაქვს, მე მხოლოდ

აშიყებს ვუგებ მახესა.


მომწონს კალინა, მალინა,

მძულს ვარდებო და იაო

სამშობლო რასა მიქვიან, 

მეწყერსაც წაუღიაო!

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen