კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 01:50

 

ჰეი, ჰეი, ჭრელქუდა! 

ჰეი, ჰეი ჭრელთვალა!

მსურდა  შენთვის ამბავი 

წიგნით შემომეთვალა.


როცა ჩვენმა შეტევამ 

მტრის მოწოლა შეხუთა,

მაშინ უნდა გენახე, 

ჰეი, ჰეი, ჭრელქუდა.


ტყვია ტყვიამფრქვევების 

აბა როგორ მეთვალა?

განა მე მშიშარა ვარ? 

ჰეი, ჰეი, ჭრელთვალა.


მახსოვს, თვითონ სიკვდილი

ჩონჩხად წინ ამეყუდა,

მაგრამ ეს სულერთია! 

ჰეი, ჰეი, ჭრელქუდა!


გახსოვს? მეუბნებოდი:" 

ნეტავ არ გაგეთვალე, 

აგრე რად მიყვარხარო".... 

ჰეი, ჰეი ჭრელთვალა.


გახსოვს იქ რომ ვხვდებოდით,

სად ჩრდილია ძელქვათა:

ჰეი, ჰეი, ჭრელთვალა, 

ჰეი, ჰეი, ჭრელქუდა!


ჰაი, ჰაი, ჭრელთვალა,

ჰაი, ჰაი, ჭრელთვალა,

უნდა ჩვენი გრძნობები

კარგად გამოგვეთვალა.


მონმარტრის ცას ღრუბლების

სვეტი გადმოეყუდა,

ჰეი, ჰეი, ჭრელთვალა,

ჰეი, ჰეი, ჭრელქუდა.


ეს რა ბაბილონია,

მტევნები რომ შეთვალა?

ჰეი, ჰეი, ჭრელქუდა,

ჰეი, ჰეი, ჭრელთვალა.


სთქვი, როდიდან გგონია

ქვეყანა - საცელქოდა?

ჰეი, ჰეი, ჭრელთვალა,

ჰეი, ჰეი, ჭრელქუდა!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გალაკტიონ ტაბიძე  • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen