კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 01:59

 

მთარგმნელი: თამარ ერისთავი

 

დრო არის, გულო, დაიცხრო ვნება,

თუ სხვის გულს ვეღარ გაუჩენ დარდებს! 

არვის ვუყვარვარ? მომეცი ნება, 

რომ მე მიყვარდეს.


გულმკერდს უშრეტი ცეცხლი მიდაღავს, -

გულის ვულკანი არ არის მცხრალი, 

მაგრამ ვერ ვანთებ ვერვის ჩირაღდანს 

ამ ცეცხლის ალით.


ტკბილი იმედი, სიმწარე აზრთა, 

შიში და ეჭვი ვერავის ვანდე,

და სიყვარულის უსიტყვო განცდა 

ბორკილად მადევს.


მაგრამ ამ ფიქრებს აქ რისთვის ვამხელ, 

სადაც ბრძოლების გუგუნში ახლა

დიდება მოსავს გმირების სახელს, 

ან გმირთა საფლავს.


ჰა, ხმალი, დროშა და ბრძოლის ველი, 

აქ საბერძნეთის დიდება ელავს,

ვერ დაიტევდა გმირი სპარტელიც 

უმეტეს ღელვას.


აღსდექი, სულო! როგორც ერთთავად 

მთელი ელადა აღსდგა და იბრძვის, 

აღსდექ! ძარღვებში გიდუღს ძველთაგან 

მეომრის სისხლი.


ნუღარ აჰყვები ვნებათა თამაშს, 

კმარა ნაღველი და სიმძიმილი, 

ნუ შეგაშფოთებს დღეიდან... ლამაზ 

თვალთა ღიმილი.


თუ სიჭაბუკე წარსულს გადაჰყვა, 

აწ სიცოცხლისგან რაღას მოელი!

თავგანწირვისთვის რახან მზადა ხარ, -

დასთმე ყოველი!


შენ მხოლოდ გმირის საფლავი გინდა. 

შენ სხვა დიდება უკვე აღარ გსურს, 

მაშ, გაიბრძოლე ერთი და... მშვიდად 

შეხვდი დასასრულს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen