|
მივხვდი, ბავშვობამ შემახსენა ახლახანს თავი, უფლისწულებით, დედინაცვლით, დევით, ჭინკებით, შიშველ კედლებზე სანთლის შუქის ლიცლიცა კვალით და ხსოვნისათვის შევსებული ღვინის ჭიქებით.
ვერ დავიღალე მოლოდინით ერთგული კაცის, ვერ დავივიწყე დიდთოვლობას წასული დედა, ვერ ავერიდე სიყვარულის უჩინარ მაცილს.
ისევ მხარზე მაქვს სამოწაფო ცისფერი ჩანთა და მაგონდება ლაბირინთში მგზავრობით დაღლილს, რომ ყველა ჩრდილი სანთლის შუქზე დიადი ჩანდა.
შიში ბავშვური ჩემთან ერთად ღამეს ათევდა, მე ეხლა ვხვდები სიყვარულის ჩემში ბორიალს, რატომ მახსენებს მოციაგე ალი სანთელთა.
და აღარ ვგავარ მერამდენედ გრძნობით გათელილს, მე ეხლა ვხვდები, შენც აჩრდილი ყოფილხარ თურმე, რადგან ოთახში შენს სიყვარულს ენთო სანთელი. |


