კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 18:51

 

თუ ღრუბელია და ნიავი უბერავს გრილი,

მაშინ მას მუდამ იისფერი აცვია მანტო,

წინ ჯიბეებში ხელჩაწყობით და თავდახრილი

თავის განუყრელ მაგობართან სეირნობს მარტო.


მაგრამ დღეს მიწას თავს ადგია ფირუზის თაღი,

ლაჟვარდ სივრცეში გაბნეულა სხივთა შაირი

და წირვის შემდეგ, ქალებით რომ გაივსო ბაღი,

ისიც იქ იყო - სულ სხვაგვარი, სულ სხვანაირი.


ნეტა ვინ არი? ქართველია იგი, თუ რუსი?

მალვით შევცქერი ყელ-მაღალს და სახე მხიარულს.

თითქოს ჯეირანს აჯავრებდეს იგი სიარულს

თითქოს ტანთ ეცვას კაბის ნაცვლად თეთრი ბურუსი.


მინდა ქალბატონს მივესალმო და მემძიმება,

მინდა მივიდე და მივუძღვნა ლურჯი იანი,

მაგრამ გზას მიკვეთს ცისფერ თვალთა მზერა გვიანი...

მე გავწითლდები, მას ნელი-ნელ გაეღიმება!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen