|
ვარსკვლავების ტყეებში ვპოვე თავშესაფარი, არარსებულ მარადში მსურდა, მანქარდეია! არ მინდა, რომ მჯეროდეს, სიკვდილიც და სიცოცხლეც ნისლეულთა სკნელებში უხმოდ განქარდებიან.
სად დამალო ეს წუთი - საიდუმლო ბარათი? ვერც დუმილი გიშველის, ნუღა ესათუთები, არც სიტყვაა, ცასავით, უპირობოდ მარადი.
ძნელი არის ზეცამდე მარტოდმარტო ატანა. ვარსკვლავების ტყეებში ვპოვე თავშესაფარი, რადგან უსასრულობის გეშინია პატარას.
სადაც სული სიმშვიდით განიმქვრევა არარად, რაც სიზმარში იხილე, სხვა მხარეში არსებობს, არც სიტყვის კიდობანი წაედება არარატს.
ეს მარადი წარღვნაა და მარადი გრიგალი. რსებობას უარჰყოფ, რათა სულ იარსებო და ვერ ახსნა ვერასდროს არსებობის იგავი.
და ცის ცეცხლი ვატარე სულით მუნჯმა ყარიბმა, რომ გადვურჩი ამ ზვირთებს, რომ ნამდვილად ვიყავი, ეს ლექსი თუ დარჩება ჩემი სიზმრის ალიბად.
სულიც გულსუწადინოდ უკვდავებას ითევდა. შეზელილი ტალახი სულზე ისე შემახმა, თითქოს მზიანი მკერდი გაუქვავდა დიდ დედას.
მხოლოდ ტკივილიანი იმედი და ფიქრია... ვარსკვლავების ტყეებში ვპოვე თავშესაფარი, მაგრამ მაინც, ოდესმე, ისევ მიწას მიმგვრიან. |


