კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 18:46

 

 

როგორც ხიდიდან მდინარეში,

საოცრად ცისფერ მდინარეში,

ცისფერზე ცისფერ მდინარეში -

მე შენს თვალებში ვიმზირები.


როგორც ხიდიდან მდინარეში,

მღვრიე და ავგულ მდინარეში,

აბობოქრებულ მდინარეში -

ფიქრის მორევში ვიძირები.


როგორც ხიდია მდინარიდან,

ამ ნაღვლიანი მდინარიდან,

ამ მოწყენილი მდინარიდან

შორს შენც ისე შორს იმყოფები.


როგორც ხიდიდან მდინარეში,

საოცრად ცისფერ მდინარეში,

ცისფერზე ცისფერ მდინარეში,

მე შენს თვალებში ვიღუპები...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen