|
ვის უნახავს მეგობარი ისეთი - დამწვარ გულის ყველა წყლული დაფაროს, დაგიუფლოს საოცნებო მზისეთი, და სხვა სახით მოგაჩვენოს სამყარო.
როგორც შავი ჯოჯოხეთის ზღაპარი, თვისი სისხლით, ცრემლით, თავისქალებით მიეფაროს... და აენთოს ლამპარი.
აისახოს სულის ელვად ანთება. სიხარულით დაფერფლილი სინაზე სანეტარო შუქათ გაიფანტება.
დაეფრქვიოს უცნაური ნამები. სულმა ტკბილი უკვდავება იწამოს, სამარადო შვებად იგრძნოს წამები.
მავიწყდება დღის სიცხადე საზარი, ლოცვად გიძღვნი სევდას ცრემლით ავსებულს: შეიწირე როგორც სულის ლამპარი! |


