კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 15:18

 

მეტიკტიკება ჩემი პატარა.

(მე ტანიკავას ლექსებს ვკითხულობ).

ისე საყვარლად მეტიკტიკება,

რომ გაბრაზებას ვეღარ ვახერხებ.


ხოლო ლექსი კი ტანიკავასი,

თუკი ჩემს თარგმანს დაეჯერება,

დაახლოებით ამგვარი გახლავთ:


რა დარჩა ქვეყნად კაცისაგან?

ცოლი და ბავშვი,

სხვა არაფერი.

სამარის ქვაც კი არ დარჩენილა.


რა დარჩა ქვეყნად ქალისაგან?

ბავშვი და დამჭკნარი ყვავილები.

სხვა არაფერი.

კაბებიც კი არ დარჩენილა.


რა დარჩა ქვეყნად ბავშვისაგან?

დამსხვრეული სათამაშო

და შეუმშრალი ცრემლი.

სხვა არაფერი.

მოგონებაც არ დარჩენილა.


რა დარჩა მკვდარი ჯარისკაცისგან?

იარაღი

და ქვეყანა იავარქმნილი,

სხვა არაფერი.

არც ნატამალი სიმშვიდისა...


ყველაფერი,

რაც დარჩა მკვდრებისაგან -

ჩვენ ვართ ცოცხლები.

მხოლოდ ჩვენ

და სხვა არაფერი, არაფერი...


ეს ლექსი იმგვარ განგაშით მავსებს,

წიგნს უხმოდ ვხურავ

და მოტიკტიკე ჩემს გოგონას

ვიხუტებ გულში...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen