კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 17:07

 

ისევ დაიწყო შუბოსანმა შუბის ალესვა,

ღამემ - სიკვდილის მესაჭურვლემ - რაღაც განიშნა,

კვლავ აგირია სათვალავი ცის ანგარიშმა

და შტერად დამდგარს უჩვეულო ჰანგი ჩაგესმა.


თითქოს მოგწყვიტა სააქაოს დღემ უმდარესმა,

გეცნო ქარის ხმა - სივრცეების სიმწუხარის ხმა -

და გადაღმიდან გამოიხმე უცხო ქარიზმა,

რომ უღიმღამო სინამდვილე მშრალზე დაგესვა,


და ფიქრის წიაღ - მოსდგომოდა ქვრივიც, ობოლიც

ცნობიერების ციხე-ქალაქს - შენს აკროპოლისს;

ო, როგორ ბრწყინავს სიშორეში შენი კანდელი,


რა ნეტარებით ირინდება ზღურბლი სასახლის,

როცა ხარებას ენაცვლება სხვა ჟრუანტელი

და სხვანაირი მოლოდინი წმინდა ჩასახვის...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen