|
მზემ ძირს დახარა ცეცხლის თვალები, სხივთა ლალები უხვად დაჰყარა, მიწა ახარა, ნავალალები, და ბორკილები ზამთრის აჰყარა.
შენ სად ხარ მკვლელო? მომეცი ხელი! ყოველ წუთს გელი, ჭკუისგან მშლელო, გულ-დაკოდილი და თვალებ-სველი.
შავ ფიქრთ ლანდები გარედ გაჰყარე; შვება ამყარე; გულზე ნადები, ეს ბორკილები ჭმუნვის - ამყარე! |


