კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 16:14

 

მე ახლა შენთვის

ვარ ზამთარი -

თავს რომ გაბეზრებს,

ჩემს ზეცას უკვე აშავებენ

ზამთრის ქორები,

ჩემი ცხოვრების სიზმარეულ გადასარბენზე

დაკეტილია ჟანგიანი სემაფორები.


იყო სიგიჟე,

იყო ცეცხლი და ლიტანია,

ღალატიც მეჯდა ყაჩაღივით

გზებზე ბეჯითად,

მე ჩემი თავი ხელშიც ბევრჯერ ამიყვანია,

და ღმერთმა იცის -

წამიღია ბევრჯერ ბეჭითაც.


მე ვერასოდეს ვერ ვიხდიდი სამაგიეროს

და ვალად ვტოვებ

უკანასკნელ ტკივილს, აწინდელს,

იმ ძველმა ელვამ,

იქნებ ერთხელ, ისევ იელვოს,

თუმც ელვის გამო,

ზღაპარია, ისევ გაწვიმდეს.


და ეს სიცოცხლეც მიდის ასე,

თავს რომ გაბეზრებს,

როგორც გვიანი შემოდგომის

ცივი თქორები.

...ჩემი ცხოვრების სიზმარეულ გადასარბენზე

დაშვებულია ჟანგიანი სემაფორები...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen