|
მე განა მეჭურჭლის გამომწვარ სურასავით ცარიელი მაქვს გული, მე ერთი თვალსაცერა ჭაბუკი მიყვარს და ციცინათელასავით შორიდან ვუვლი.
ღილივით შემწყდება ცრემლი, ჩვილის აკვანივით ირწევა საგულე, როცა მის გამოჩენას ველი.
შენა ხარ ჩემი გულისმეკვლე, შენ ზღვა იყავი და მე შენი თოლია, სევდის გზა შემიმოკლე...
ცარიელი მაქვს გული, მე ერთი თვალსაცერა ჭაბუკი მიყვარს და ციცინათელასავით შორიდან ვუვლი. |


