კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 18:18

 

ცას შვენის მთვარე -

პაწაწინა ცრემლის აკიდო,

მზერას იდუმალ გარინდების სხივი მოება,

უნდა წავიდე,

მეც ცის კიდეს ჩამოვეკიდო,

ვიდრე სამყარო დაიბრუნებს უმანკოებას...


საით მივდივარ,

რად ბნელდება,

გზაა რა ვიწრო,

მიწა დაახრჩო, მზეც დაახრჩო სისხლის ხუნდებმა...

უნდა გავიძლო,

იმ წუთამდე უნდა გავიძლო,

ვიდრე სამყაროს სიყვარული არ მოსწყურდება...


ჩამოიწვერა სინანული,

იწილ-ბიწილო,

ჩამოიღვენთა რიჟრაჟეულ სტალაგმიტებად,

უნდა ვიძინო,

თვალხილულმაც უნდა ვიძინო,

ვიდრე სამყარო

ულექსობით არ აგმინდება...


ცას შვენის მთვარე,

პაწაწინა ცრემლის აკიდო,

მზერას იდუმალ გარინდების

სხივი მოება,

უნდა წავიდე,

მეც ცის კიდეს ჩამოვეკიდო,

ვიდრე სამყარო

დაიბრუნებს უმანკოებას...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen