|
1
პატიოსანი სოვდაგარი, ჰყვებიან არაკს, უპატიოსნოს, თურმე, ერთხელ მიადგა ქალაქს; დასცა ბანაკი, მაგრამ ტყუის, ალბათ, არაკი, უპატიოსნო ვის უნახავს მთელი ქალაქი!
ზოგჯერ უღირსი მოქალაქის სიგლახე ბღალავს; ამგვარად ხდება ჩვენს არაკშიც, მკითხველო ჩემო, ამას ვნახავთ და დავრწმუნდებით ამაში ქვემოთ;
პატიოსანი სოვდაგარი მიადგა ქალაქს; შეჰღამებოდა, მოშივნოდა დაღლილ ქარავანს, შიგ არ შესულა, მიაყენა ხალხი გალავანს.
ახრამუნებდნენ აქლემები თივას და ჩალას, ხოლო შიოდა სოვდაგარს და მის ხალხს შიოდა, თვით სოვდაგარი თავის შიმშილს არა ჩიოდა.
სურსათისათვის ქოხს მახლობელს ეწვია უმალ; გამოიხედა დედაბერმა თავის ქოხიდან და თითო დრაჰმად ოცი კვერცხი უცნობს მოჰყიდა.
- კი, შვილო ჩემო! - მოკლე იყო დედაბრის სიტყვა. ხომ კარგად არის მოხარშული? - ხელახლა ჰკითხა. კი, შვილო ჩემო! - მაგრამ უცხო შემკრთალი იდგა.
იდგა შემკრთალი და ამაოდ იჩხრეკდა ჯიბეს - ქისა ბანაკში დარჩენოდა. მოხუცმა ჭრაქი ზედ მიანათა და ატლასი შენიშნა რაკი,
უთხრა საჩქაროდ: - წაიღეო, შვილო, ნისიად... - უცხოს ეგონა, მოხუცს გულში სიკეთე ენთო, ხოლო მოხუცი კაცს კი არა, ტანსაცმელს ენდო.
მაინც მენდოო, და ეს ღირდა გასახარებლად. სულში - ტოროლით და გულში - მერცხლით, სიკეთის რწმენით და ხურჯინში იმ ოცი კვერცხით -
შინ ბრუნდებოდა სოვდაგარი გახარებული. იმ ღამეს კაცურ სიკეთისა იწამა ბევრი, იმ ღამეს კვერცხით დააპურა თავისი მრევლი.
დაჰბერა ქარმა, ქარაშოტი ამოტყდა ჩქარი, უცბად, გრიგალმა გადუარა სოვდაგრის ბანაკს, მიჰფინ-მოჰფინა კარვები და ეძგერა ქალაქს.
სოვდაგარი და წინ გაუძღვა ქარავანს ქარში; შებრუნდა სწრაფად, სახიფათოს უგანა ალაგს, სულ სხვა ქვეყანას მიაშურა და სულ სხვა ქალაქს; ვეღარ მოასწრო უნებლიეთ დედაბრის ნახვა და დედაბრის ვალი უჩინმაჩინ ქვეყნებში გაჰყვა.
* * * * * * *
მიირხეოდა ქარავანი სამხრეთის მზეში, მიირწეოდნენ აქლემები უდაბნოს მტვერში; მიჰქონდათ სტავრა, აბრეშუმი, ფირუზი, ლალი, სპარსული ხალი, ხვარაზმული შალი და რვალი.
ჯდა ორ კუზშუა სოვდაგარი ტახტრევნის ჩრდილში. პატიოსანი, როგორც ითქვა, ეს კაცი გახლდათ, მაგრამ ამასთან არც ვერცხლი და არც ოქრო აკლდა.
ცხრა დღის სავალზე გაახსენდა დედაბრის ვალი, დედაბრის ვალი - არა ოქრო მრავალჯერ ასი, სულ ოცი დრაჰმა - ოცი კვერცხის საბრალო ფასი.
- სდექო! - ბრძანა და დასცეს უმალ ბანაკი ჭრელი. უხმო კარავში შეგირდებს და მსახურებს თვისას, უთხრა: - ძმანო და შვილნო ჩემნო, რაც მოხდა, მტრისას!
არ გვივლია და გვივაჭრნია ქვეყნად პირშავად! ხოლო ამჯერად საქმე გვიყო გრიგალმა ავი: უცხო ქალაქში, უცხო ქვეყნად მოგვეჭრა თავი.
მაგრამ თქვენც ხედავთ, რომ დამედო დედაბრის ვალი. ახლა ან უნდა ცოდო-ბრალი ბებრისა ვზიდო, ან სხვა გავგზავნო, ან დავბრუნდე ბებერთან თვითონ.
ზანდუკი გახსენ, შევარჩიოთ ბებრისთვის ქისა! - და ხალხს მიმართა: - ვალს მივართმევ დედაბერს როსმე, დაგვიანებით, მაგრამ თქვენ ხართ სიკეთის მოწმე.
ფულად ვაქციოთ ოცი დრაჰმა - დედაბრის ვალი. არ დაეკარგვის ოცი დრაჰმა დედაბერს არსად, ოცი - სამოცად და სამოცი - ექცევა ასად.
ჩვენც დიდ საქმეში დე იბრუნოს პაწია ფულმაც! - თქვა ეს და ყმაწვილს, ეგ არაო, ნიშანი მისცა, ჰო, ისა სჯობსო, ჩამოართვა ტურფა რამ ქისა
ჩელტს მოუწნავენ, საბუდარში კვერცხია, ხედავს - პირველი კვერცხი, რათა იმ კვერცხს სხვა კვერცხი მოჰყვეს, რათა მოკრუხდეს და წიწილი ქვრივსა და ოხერს
ასევე ჩვენმა სოვდაგარმაც იმ კვერცხის მსგავსად თვისი ქისიდან ოცი დრაჰმა, როგორც რამ ჯადო, ამოიღო და იმ დედაბრის ქისაში ჩადო.
2
ამრიგად გაჩნდა ქვეყანაზე დედაბრის ქისა და იმ ოც დრაჰმას, ალბათ, თვალი დაადგა ღვთისა, რომ ჯერ ორმოცად, მერე მალე იქცა სამოცად, ფერი იცვალა ნუგბარ ხილად, ტანისამოსად,
სამი წლის თავზე - ისევ დრაჰმად, ოღონდ სამასად. მიირხეოდა ქარავანი სამხრეთის მზეში, მიირწეოდნენ აქლემები უდაბნოს მტვერში.
პატიოსანი სოვდაგარი ტახტრევნის ჩრდილში; გაიხსენებდა კეთილ მოხუცს მოწყენით ხშირად - უკვე ათასი დრაჰმა ედო დედაბრის წილად;
იცოდა ვარსკვლავთ მიმოქცევა, მთვარის და მზისა, გამოითვლიდა წლებს და გულში იტყოდა სევდით: "იქნებ ცოცხალიც აღარა ხარ, საბრალო დედი!"
ვერა და ვერა, ვერ მოგართვი სარგებლით ვალი!“ მიირხეოდა ქარავანი სამხრეთის მზეში, მიირწეოდნენ აქლემები უდაბნოს მტვერში;
მიჰქროდა სტავრა, აბრეშუმი, ლალი და რვალი. ბაღდადს და ქაბულს, რომს და სტამბულს, პარიზს და პიზას - ცოტ-ცოტა ყველგან შეემატა დედაბრის ქისას.
უახლოვდება ნაცნობ ქალაქს სტამბულის გზაზე: ოცი წლის თავზე ისევ ისე ბრწყინავს ქალაქი, აჰა, ჭალაკი, სადაც დასცა წინათ ბანაკი:
თვალწინ რომ ედგა მიყუჟული გალავნის ჩრდილში... არ დაელოდა სოვდაგარი კარვების გაშლას, არ დავიწყნია ჭრელი ქისა ამჯერად ვაჟკაცს;
მიუკაკუნა კარს და ძებნა დაუწყო სათქმელს; გაიჭრიალა ქოხში ტახტმა, გაისმა ხველა: - მანდ რომელი ხარ? - ქოხის კარი გაიღო ნელა;
ოცი წლის წინათ ვინც ნისიად კვერცხი მოჰყიდა; და უთხრა მოხუცს სოვდაგარმა: - სალამი, დედი! შენი არ ვიცი, მე ნამდვილად მქონია ბედი!
ამ წუთს ველოდი, მთელი ოცი წელიწადია. მე ის გახლავარ, ვისაც შენი სწყუროდა ნახვა და ოცი დრაჰმა შენი მაინც ნისია გაჰყვა.
ეს ჭრელი ქისა ყველგან შენს თავს გამახსენებდა. სად არ ვიყავი: ბაღდადს, სტამბულს, რომსა თუ პიზას, ცოტ-ცოტა ყველგან მივუმატე შენს კუთვნილ ქისას,
ათას ხუთასი, ოცის ნაცვლად, მომირთმევია... - და სოვდაგარმა გულზე ხელი მიიდო მკვირცხლად და მდაბლად თავი დაუხარა მადლობის ნიშნად;
- ახ, შენ ისა ხარ? ის ბრძანდები? შენა ხარ ისა, პატივი გეცი, გაგიმართე რომელსაც ხელი, ოცი წელია, პირშერცხვენილს რომელსაც გელი?!
ათას ხუთასი მოგართვიო იმ ოცის ნაცვლად! ისიც ქვეყანამ, იცის ყადიმ და იცის ხალხმა, ოცი ათასი სუფთად გმართებს ქვრივ-ოხრის დრაჰმა! -
გამიმეორე, თუ ღმერთი გწამს, ხელახლა მითხარ! - - ოცი ათასი დრაჰმა მმართებს? - ხელახლა ჰკითხა, - ეგ რანაირად? ამიხსენ და გარკვევით მითხარ! -
თქვა დედაბერმა, ფლოსტებს წასწვდა, შიგ ფეხი წაჰყო, შებრუნდა ცქაფად, გაოგნებულს ზურგი აქცია და მოსამართლის სასახლისკენ ცეკვით გასწია.
3
უბრძანა აშლა სოვდაგარმა საჩქაროდ ბანაკს - არ გაარიდა ქარავანი შარიან ქალაქს; გალავანშიგნით შეიყვანა, პირიქით, ხალხი, დააბინავა ქარვასლებში დიდი თუ ბალღი;
და, ის-ის იყო, დააპირა ყადისთან გავლა, რომ, ნაწყენსა და გაოგნებულს უცხო დარდისგან, კაცი ეწვია მოგზავნილი თვითონ ყადისგან.
ოცი ათასი, არც ორმოცის არ ჰქონდა დარდი; სწამდა კეთილი და სიკეთე მშვენებით სრული, ადამიანურ სიგლახეზე სტკიოდა გული,
უთხრა: - გვსმენია თქვენი ნიჭის, თქვენი გონების, თქვენი ღირსების და ურიცხვი თქვენი ქონების; მაგრამ აქ მაინც მოგვიხდება გარჩევა საქმის - ოცი ათასის რომელიღაც წყეული დრაჰმის. -
გაგვარკვევს თვითონ, მომჩივანი გვეტყვის ყველაფერს. - შემოფლატუნდა დედაბერი დარბაზში წამსვე და მომჩივანი მოპასუხის პირისპირ დასვეს.
შევფიცოთ ზეცას და შევუდგეთ სამართლის საქმეს! - ალაჰისადმი ჩამოთავდა ფიცი და მტკიცი და ბრძანა ყადიმ: - რამდენადაც საქმისა ვიცით,
მომჩივანისგან მოპასუხეს ოცი წლის წინათ ოცი ათასი აურია როგორღაც ვალი, მერმე წასულა, დაკარგულა მსესხებლის კვალი,
ასე არ არის? ათას ხუთასს სთავაზობს ნაცვლად. - აჰ, აგრე არა!.. შეიშმუშნა ფეხმორთხმით მჯდარი დედაბერი და უხერხულად აწურა მხარი.
- აბა, მაშ, როგორ?! - ყადიმ ყურში რაღაცა ჰკითხა. ახლა თვით ყადის მდივანბეგმა დაადო ტუჩი ყურისძირზე და ჩუმად რაღაც გაანდო ყურში.
ჩაიბურტყუნა და მდივანბეგს თვალებით ჭამდა. და ბრძანა მკვახედ: - როგორც სხვაგან, ისე ჩვენშიაც, ჯერ მომჩივანმა საჩივარი აღძრას, წესია,
დიდ არს ალაჰი, გვიკარნახებს თავის სამართალს. - მაშინ კაპასად ჩაახველა ფეხმორთხმით მჯდარმა დედაბერმა და გაისწორა თავსაფრის ნარმა;
და სხაპასხუპით თავის საქმეს მოჰყვა ამგვარად: - ერთი უბირი ქალი ვარ და ჩემს ღარიბ სიტყვას არ გავაგრძელებ, მდივანბეგო, თქვენთვისაც მითქვამს,
თუ რამ ასესხე, ოც წელიწადს კაცი ვერ ნახავს. ოცი წლის წინათ ოცი კვერცხი ნისიად ვენდე - წავიდა, ურცხვად თან წაიღო დედაბრის ვალი, ოცი წელია, გამიწყალდა ლოდინით თვალი.
ეგ კი არა და, მგონი ოცად გაყიდვაც ჭირსო! მე რომ ამეღო. (არ გავცემდი ნისიად თუკი), და იმ ოც კვერცხზე იმ წელიწადს დამესვა კრუხი,
თხუთმეტს თუ არა, კვერცხისმდებელს ათს ხომ გავზრდიდი?! შემდეგ წელიწადს ოც-ოც კვერცხზე იმ ათს დავსვამდი, შევიმატებდი კვერცხისმდებელს რიცხვით ასამდი,
ასს გავყიდიდი, ათს საჯიშედ დავიტოვებდი; მეოთხე წელსაც არც შამფურს და არც მწვადს დავწვავდი: ასს გავყიდიდი, ათს კვლავ ოც-ოც კვერცხზე დავსვამდი;
ოც წელიწადში ათას ცხრაასს გავზრდიდი დედალს: აქ არ იფიქროთ, არ მესმოდეს ბაჟის და ხარჯის: მამასახლისის, მდივანბეგის, ყადის და ჩარჩის!
ერთი ათასი დედალი ხომ მოგებად დარჩა! ხოლო თუ ათასს დედლის ფასად - ოც დრაჰმა ფულად - გადავამრავლებთ, ოცი ათასს მივიღებთ სრულად;
ოცი ათასი, ზუსტად ოცი, ბებრისა მართებს. სულთანთან წავალ, არ დავთმობ და არ გავჩერდები! - არამც და არამც ოცზე ნაკლებს არ დავჯერდები! -
გაჩუმდა უცბად და წერტილი დაუსვა ქადილს; ყადიმ მდივანბეგს გადახედა - თვალებით ითქვა - აშკარა იყო, მოეწონათ დედაბრის სიტყვა;
ისევ ატეხა ჩურჩული და ყალბი პუტუნი; ერთიმეორეს ყურისძირში დაადეს ტუჩი, ერთიმეორეს ისევ რაღაც გაანდეს ყურში...
ტურა მდივანბეგს, სინდისისგან გარეცხილ ყადის, და მიხვდა უმალ, სამართალი მზაკვრების ხელში ჩავარდნილიყო; ჩაჰყო თავის ქისაში პეშვი,
ჩაფიქრდა, როგორ: ხელუკუღმა სჯობდა თუ წაღმა ზედ მიეყარა გლახებისთვის ცხვირ-პირში ფული რომ, სწორედ ამ დროს კარში ფრთხილად შემოჰყო ყური
და "ბარათიო... სოვდაგრისთვის" ... გამოაცხადა. „აღას მიართვი!“ - ყადიმ მსახურს უბრძანა ტკბილად, თან - "ვისგან არის?" - სხვათაშორის იკითხა ფრთხილად.
სოვდაგარმა და ჩააცქერდა საჩქაროდ ბარათს. „ამის დამწერი მდივანბეგის ცოლებთან გახლდათ, დღეს, ყური მოჰკრა, ოცი ათასს დაჰკარგავ ნაღდად.
ჯობნას გიპირებს დედაბერი - ქრთამს აძლევს ყადის. მაგრამ მე აქ ვარ, თუ დაგჭირდე, სიმართლის ყმა ვარ, ყადის ფანჯრის წინ მოედანზე სახედრით ვდგავარ.
ქვემოთ ლექსია, - ჩააკვირდი, სარგებელს ნახავ!.." საკუთრივ წერილს კითხულობდა როგორღაც კუშტად, ლექსზე კი სახე გაუბრწყინდა სოვდაგარს უცბად,
და უთხრა ყადის: - გიხდი სრულად, რასაც მიჩივით! ოღონდ ვაცხადებ, რომ სხვაობა ძალზე დიდია ორ პასუხს შუა, და პასუხზე ბევრი ჰკიდია:
"ხომ მოხარშული არის-მეთქი?" - კვერცხზე რომ ვკითხე? - ყადის, მდივანბეგს, თვითონ ბებერს ყელს სჭრიდა ხანჯლით და მაინც ვერც ერთს ვერ გაეგო შეკითხვის აზრი.
ეს კაცი შემშლის! - წაეკიდა დედაბერს ცეცხლი. - მაგას ვინ ამბობს? მაგრამ მაინც, თუ გახსოვს, იმ დღეს, "ხომ კარგად ხარშე კვერცხი-მეთქი?" - ესეცა გკითხე!
ალაჰ, მოწმე ხარ, მთელი ერთი საათი ვხარშე! - - მაშ, მოხარშული იყო კვერცხი? - ხელახლა ჰკითხა. - ეს კაცი შემშლის! - თქვა ბებერმა, - რამდენჯერ გითხრა?!
და თქვა სიცილით: - უფლის ხელით ამას გვწერს ბავშვი... - მემაწვნე ბიჭის მოწერილი წიგნი გაშალა და არამზადებს ლექსთან ერთად ჭკუაც ასცავლა:
ხრმალი არ გაიჭედება არამც და არამც ვერცხლიდან! ვერც კრუხი წიწილს გამოჩეკს, ძმაო, მოხარშულ კვერცხიდან!"
ოცი ათასი ჩააბრუნა ქისაში დრაჰმა; დედაბრის ქისას, არა ვერცხლი მრავალჯერ ასი, სულ ოცი დრაჰმა, - ოცი კვერცხის მოაკლო ფასი;
სარკმელთან მიდგა - მოედანზე მემაწვნე ჩანდა; - ეი, ჭაბუკო, აქეთ მოდექ! - გაჰძახა ყმაწვილს, თვალი შეავლო მემაწვნემდე სიფრთხილით მანძილს
და ბიჭისაკენ რაღაც მძიმედ გაფრინდა ჭრელი; შეკრთა ბიჭი და უნებლიედ მკლავი გაშალა, ნასროლს მიწაზე დანარცხება აღარ აცალა,
ყაყაჩოსავით ხელში შერჩა დედაბრის ქისა. - ეგ არ გეწყინოს! - უთხრა ყმაწვილს, - მიიღე ძმურად! სიკეთეს კაცურს ვერ ვიყიდით ვერაფერ ფულად!
სხვა არც არსებობს - თვითონ დიდი სიკეთის გარდა! ღმერთს შენთვის ჭკუა მოუცია - კარგია მეტად, მაგრამ სინდისიც მოუცია, ჭკუასთან ერთად!
სინდის-ნამუსის, სიმამაცის, სიკეთის გზაზე! - თქვა და შებრუნდა, სამი კაცი უმძრახად დახვდა, კარს მიაშურა და სამივე დატოვა სახტად. |


