"აი ჩვენი გურია, ო, რა დახლართულია!“
ხალხური
|
ჯუმათის წვერი და საყორნია, გადმოსაყარა და განდრეკილი, სომლიას თხემი ცად უტყორცნია და დგას გრძელგორი გადაზნექილი.
და გუბაზეულს ცელქი კალაშა, იქ ბახვის წყალიც ანაზდეული მოშხუის სწრაფად ზვირთმოთამაშე.
მას ეტმასნება ანკარა ჟუჟი, ამათთან ბრძოლა ერთობ უქმია: ვერ უძლებს გზაში რკინა და თუჯი!
ხალხი მოძრავი და გაბედული, წაბლის ფიცარი, როკის ნახშირი, ოზურგეთი და მელიქედური...
შემოდგომა კი - მუდამ მტირალი, ზამთარი თეთრქუდჩამოფაფხული და სახიფათო ნასაკირალი. |


