|
შენი სუნთქვა სულ ჩამესმის სურნელებას შენსას ვნატრობ ახლა შორს ხარ მაგრამ ფიქრი ბუხარივით მაინც მათბობს.
უფრო მინდვრის ყვავილს ჰგავხარ უსასრულო სამყაროში შენ ხომ, ერთადერთი მყავხარ.
გულზე დამღა, მოტვიფრული ჩემი ცა ხარ უნაპირო ვარსკვლავებით მოკირწყლული...
უშენობას ვერ ვეჩვევი საოცარი იცი რაა? ჩემს ერთ ცრემლში რომ ეტევი.
და ყოველდღე ისევ ვკვდები საუკუნო ტანჯვად მექცა წლები არა, ეს დღეები...
(ალბათ მალე გადადგება) როცა, გნახავ ვიცი მაშინ გაზაფხული დამიდგება....
ბაგეზე კი ვარდის სუნთქვას უკვდავება ამ სიყვარულს ლეგენდებად გადაფურცლავს...
სურნელებას შენსას ვნატრობ ახლა შორს ხარ მაგრამ ფიქრი ბუხარივით მაინც მათბობს. |


