|
მუნჯი ვარ. სიტყვას აღარ დავხარჯავ, გული ცალკეა, სიტყვები - ცალკე. თითქოს ვუცქერი დაბინდულ სარკეს - რაღაც ჩანს, მაგრამ სახე არა ჩანს, არა ჩანს.
ღამეში მდგარი უმწეო ბალღი... არ ამხელს სარკე მდუღარეს დაღვრილს, არცა დასაზღვრულ ზღუდეს და მიჯნას...
გული ცალკეა, ლექსები - ცალკე! |


