|
ყაყაჩოთა ალმა დაწვა ოქროყანა, თავთუხები, სირცხვილისგან ალმურასულს შესევია ქარბუქები, ალეწილი თავთავები ცაში მიუსვრ-მოუსვრია, მერე ნეფე ყაყაჩოსთვის დედოფალად მიუსვია, გამართულა ქორწილი და სადღეგრძელოც შეუსვიათ, ვაშა, ნეფე-დედოფალსო, მწყერსაც ენა აუდგია. |


