კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 16:35

 

ბარდნის და ბარდნის, 

დაიკარგა თოვაში გზები, 

ზვავების გუგუნს

ოხვრასავით გამოსცემს მთები... 

იღვიძებს შორი მოგონება 

ბავშვობის წლების -

ამ დროს ხეობას

მოძახილი იკლებდა მგლების.


დაიყმუვლებდა

ერთი სადღაც საქორის მხრიდან,

ისე საზარლად,

ჰაერსაც კი აკანკალებდა. 

უუ... მეორეზე ბანს მისცემდა 

სადღაც გაღმიდან

და წკმუტუნებდა

ჩვენი ძაღლი სახლის კარებთან. 

 

ვიწროვდებოდა 

გვიან ღამით თანდათან რკალი, 

თითქოს ნაღვერდლებს

ამოევსო მთელი ხეობა. 

მოჩანდა დილით

გაკვერილი ახალი კვალი,

სოფელს მარყუჟად რომ ეხვეოდა. 

 

გასულა წლები.

აღარ ისმის ყმუილი მგლების, 

მაგრამ გულს ყინავს

შიში ძველზე არანაკლები: 

შიში დუმილის,

როს სიმშვიდე, როს სიწყნარეა, 

როს ერთადერთი -

საკუთარი შეგაკრთობს ლანდი...

თოვს ხვავრიელად.

არაფერი არ მიხარია  -

მკვდარ ხეობაში

მკვდარი ციდან

ბარდნის და ბარდნის...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen