კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 20:49

 

1

 

ხან ჩუმი იყავ, უშფოთველი, ვით კიპარისი,

ხან კი დაჭრილი ვეფხვი ბორგავდი.

შენით შევიცან ტრიანონი, რონა, პარიზი,

ბარიკადები და პეტროგრადი.


და ღამღამობით გული ჩემი შენს ლანდს დაეძებს,

მაგრამ ამაოდ ცეცხლი მედება

და იმ ხეს ვგავარ, რომ ჩურჩულებს შენს სამარეზე,

შენი სხეულით რომ იკვებება.

 

2

 

„და შრიალებდა ტოტი ვერხვისა“,

შენს სულში იდგა ღამის უკუნი.

იყავ მორევი ვნებათა ღელვის,

ხარ რუსთაველი ამ საუკუნის.


შენი ლექსების კამკამა ჩქერი,

კვლავაც ხმაურობს ამოდ, ნეტარად,

„ბედი ქარს გაჰყვა, როგორც ნამქერი“,

უკან გრიგალებს რომ მოეტანათ.


შენს გამო დარდი გულს ლაღად აზის.

მეფე ხარ, ვერვინ ვერ გედარება,

წახველ, დასტოვე სიცოცხლე აზრის

და პოეტური იდუმალება.

 

3

 

კვლავ ცოცხლობს შენი ხმა უნაზესი

და ცა ბრჭყვიალებს უცხო ფერებით,

გამარჯვებული, როგორც რამზესი,

მზისკენ მიფრინავ ლურჯა ცხენებით.

 

4

 

საუკუნეთა მთაგრეხილებს დაეუფლები,

ააელვარებ სივრცის მიღმა სანაპიროებს

და მაშინ, როცა გაჰყვებიან ქარებს ღრუბლები,

შენს სამარეზე დავახვავებთ მარმარილოებს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen