კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 17:10

 

ეჰ, რამდენი ვიყურყუტე,

შენ გელოდი ბაღის კართან

სხვას გაუთბე თუმცა ბუდე,

ვიცი, ის სხვაც არ გიყვარდა.


არ გჩვეოდა კუკუ-მალვა,

პირდაპირი იყავ მუდამ.

გახსოვს ზღვასთან კენტი პალმა

და ყაყაჩო წითელქუდა?!


სახლთან, ძველი დიდი თუთა

და ბესიკის ლურჯი წიგნი.

დედაშენი გამებუტა,

არ მიშვებდა ჭიშკრის შიგნით.


არ მიშვებდა, განვიცდიდი,

დაიბურდა ჭორის ხმები.

გახსოვს ღელე? ჭოკის ხიდი,

ჩქერში ცქვიტი კალმახები?


იზრდებოდი ისე ჩქარა, 

ისე ჩქარა, ისე ჩქარა,

რომ გოგონა ტანპატარა

უცბად გახდი ალვისტანა.


დაგავიწყდა ჭოკის ხიდი,

ჩვენი ეზო, დიდი თუთა,

ის ღიმილი, ლურჯი წიგნი

და ყაყაჩო წითელქუდა.


რა ამაოდ ვიყურყუტე,

რა ამაოდ, ბაღის კართან.

სხვას გაუთბე თუმცა ბუდე,

ის სხვაც თუმცა არ გიყვარდა.


მე შორიდან ნეტარ სურვილს,

ციურ ვარსკვლავს ხელს ვუწვდიდი.

და მომძახის დრო წარსული:

- რას უცდიდი! - რას უცდიდი!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen