კოლაუ ნადირაძეს
![]()
|
ვერლენს სციოდა, დადიოდა გაუპარსავი, უნდოდა საწყალს ბედის კვალი გამოეცვალა; მას ღვთისმშობელი შეუყვარდა ობოლ დასავით და შველა თხოვა, როცა ღამის ჯვარზე ეწვალა.
ო! რა ერთგულად ასრულებდა თავის განაჩენს; და თუ ხანდახან მას ესმოდა:”ღმერთო, თავადო!” ჩუმად მალავდა სიხარულში ცრემლს გადანარჩენს.
თუ მისი ნიჭი იყო მართლა დიდი ქონება; მხოლოდ უნდოდა დამშვიდებულ ღამის ჩეროდან, მისი ლექსივით ატირებული ხმის გაგონება.
მაგრამ საწყალი შეაშინა ქალის დიდებამ, ვერლენს უყვარდა უნუგეშოდ და უცაბედად... და ახლა მთვარის მოჩვენებას გაეკიდება.
ხარობდა მხოლოდ ცაზე ობლად დარჩენილ ღრუბლით, ეხარბებოდა სიმთვრალეში მხოლოდ აბსენტი და სიფხიზლეში იტანჯოდა მახინჯი შუბლით. |
| პოეზიის გვერდი • • • |


