|
ჩემო დავიწყებულო, თურმე დაუვიწყარო, დამშრალი რომ მეგონა, არ დამშრალა ის წყარო.
ცეცხლი იგი კვლავ ღვივის, კვლავ შენს კვალზე მოვრბივარ მიტოვებულ ძაღლივით...
ჩაიარა ათასმა... ვის ეღირსა, ნეტავი, თავზე ხელის გადასმა?
ჯერ ვერავინ მისულა. მე რად მეიმედება, რაც სხვამ ვერ აისრულა? |


