კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 20:30

 

თუ ვერ გალეწე შენ შენი კალო,

დარებით თუ ვერ შეცვალე ნისლი.

ნუ შეეცდები, სხვას დააბრალო,

შენი ბრალია, - სხვა არავისი.


გაუტანელი თუ დაგრჩა სვრელი,

გაუმარგლავი თუ დაგრჩა ყანა,

სხვას ნუ შერისხავ, ნურც ბედს ნუ სწყევლი,

თქვი, - შენი ბრალი არ არის განა?!


თუ გიღალატა მან, ვისაც ენდე,

თუ სული შენი ნახანძრალია,

აუგი სიტყვა თუ რამ თქვი დღემდე,

აღარ თქვა, ესეც შენი ბრალია.


მოეშვი წუწუნს და საყვედურებს,

ნურც საწუთროს ნუ უწოდებ მუხთალს.

ცუდი შეგემთხვა?! - თავს დაემდურე,

კარგზე... კაცს ან ღმერთს მადლობა უთხარ.


მე კი, რაც დამყვა კანონად, წესად,

მიმდევს ცხოვრების აღსასრულამდი.

ცუდი შემემთხვა? ვაბრალებ ჩემს თავს,

კარგს კი ყოველთვის ვინმეს ვუმადლი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen