კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 15:17

 

(ახალი სვანური სოფელი ჯანდარში)

ავთანდილ მარგიანს

 

აქ, სადღაც ახლოს,

აზიიდან გადმოქროლილი 

უდაბნოს სუნთქვა მოჰქონდა ქარებს. 

თვალები - ქვიშის გრიგალებით ამოქოლილი

ბერთუბნის თავზე - 

სისხლიანი შემკრთალი მთვარე.


აქ, სადღაც ახლოს,

წარღვნის ტალა ამოყალყული, 

თბილისს ურტყამდა წამლეკავ შხეფებს..

დაწრეტილ იყო 

წვეთწვეთობით სისხლი ქართული, 

კრწანისის მწარე ბრძოლებიდან 

გაჰყავდათ მეფე.


აქ, სადაც ახლა 

ამართული კოშკი სვანური, 

ქორული მზერით გასცქერს ტრამალებს -

საბედნიეროდ,

კვლავ ნელდება ფესვი მამულის, 

ჭრელმა გველებმა

ცხელ ქვიშაში თავი ჩამალეს.


კერიის კვამლი

კვლავ ღვივდება ძველი ნავლიდან,

ზვავებმა ბნელი უფსკრულები ჩაიგრიალეს...

უკუნის ნაცვლად 

მზე ამოდის აღმოსავლიდან, 

და სვანურ კოშკზე 

სამომავლო დროშა ფრიალებს!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen