კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 25 სექტემბერი 2026 12:17

 

მთარგმნელი: ანზორ აბჟანდაძე

 

სანამ ბრუნავს დედამიწა

და მზის შუქი გვფარავს,

ღმერთო, ყველას ის უბოძე,

რაც სურს, მაგრამ არ აქვს:

ბრძენს - სიბრძნე და შთაგონება,

შიშით დამფრთხალს - ცხენი,

ღარიბს - ფული...

არ ინებო

დავიწყებაც ჩემი.


ღმერთო, სანამ ამ ქვეყანას

მართავს შენი ნება,

ვინცა გთხოვოს, ის დაატკბოს

ხელმწიფობის სნებამ.

ძმისმკვლელ კაენს სინანულის

უწყალობე ცრემლი,

დაღლილს - სიმხნე...…

არ ინებო

დავიწყებაც ჩემი.


შენის ყოვლისშემძლეობის

მწამს და ვწვდები არსსაც,

მწამს, როგორც სწამს მკვდარ მეომარს,

სამოთხეში შთასვლა.

მწამს, როგორც სწამს ყურს კაცისას

შენი ტკბილი სიტყვის,

მწამს, როგორც გვწამს იმ საქმისა,

რაც არა გვწამს თითქმის.


ჰე, უფალო, ღმერთო ჩემო,

მოწყალეო მარად,

სანამ ბრუნავს დედამიწა

და მზის შუქი გვფარავს,

ყველას უძღვენ თუნდ მცირედი

ღვთაებრივი ძღვენი.

ყველას უძღვენ...

არ ინებო

დავიწყებაც ჩემი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen