|
თავი ახალი, ტანი კი ძველი, ფეხები მრუდე, გამკრავი ხელი.
"ტერ-ვოღორმია"!.. მთლად საქართველო შენთვის მიყმია.
ტანზე მჯდომი კირაკუზა, განსაცდელში რომ ჩავარდა, შეშინდა და მოიკუზა.
ჩემ კარებზე აეტუზა, შემებრალა, შინ შევუშვი, ყოლიფერი დაუხვდა მზა.
აიყოჩა, აიგრუზა!.. სახლ-კარს მართმევს, კარში მაგდებს... დამიხლართა სავალი გზა!..
ბრაგი-ბრუგი, "ბუზა-ბუზა"!.. და ვინც ამას გამოიცნობს, მისი იყოს ჩემი მუზა. |
| პოეზიის გვერდი • • • |


