|
არა თქვი: ქეთო ან ქეთევანი, შენ თქვი უბრალოდ: მე ვარ ქეთინო . გამომიწოდე ხელის მტევანი და გამიღიმე, სულო კეთილო!..
და შენი მზერის სიასამური, და ბროლის თასით ხილს მთავაზობდა მორცხვად ბრინჯაოს სამი ამური.
სიცივით სულის ამღვრეულ წიაღს შენი ჟღურტული ხალისიანი, ღიმილიანი - „არა" და "დიახ".
ო, საამაყოდ გქონდეს, ქეთინო, ის დღე. ის წამი... არ არის ცოტა კაცს რომ ღიმილი გააბედინო... |
| პოეზიის გვერდი • • • |


