კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 23:07

 

ამოიზრდება გულში ვით ალვა, 

კითხვა... და პასუხს არ მცემს არავინ

ნეტავ რად უნდა სიყვარულს მალვა, 

რა აქვს სიყვარულს დასამალავი?


ვინც ეს თქვა ხომ არ გადაამეტა 

ნათქვამს ხომ არ აქვს ნაწყენი კილო?

მაშ სიყვარულში რა ნახა ნეტავ 

ან გასაკიცხი, ან სამარცხვინო?


იქნებ დაიბნა ისე ვით ბავშვი, 

ან მთლად დაკარგა რიდი და კრძალვა?

და სიყვარულზე წამოსცდა მაშინ 

ვით ნაპარავ ცხენს უნდაო მალვა...


ვერ ვეგუები მე ამ აზრს მრუდეს, 

გულში რომ წვება ისე ვით ნისლი,

ან სიყვარულის მალვაც რომ გსურდეს, 

რით უნდა შეძლო დამალვა მისი?


აფრის ტკაცუნი აფხიზლებს ანძას, 

მართალი სიტყვა - კაცს ცამდე მართალს,

შეყვარებულმა ხმაც რომ არ დაძრას, 

მას თვითონ მისი თვალები გასთქვამს,


და რაც დრო გადის, მაკვირვებს მეტად, 

მე ამ ნათქვამის აზრი და კილო,

თქვით სიყვარულში რა არის ნეტავ, 

ან გასაკიცხი, ან სათაკილო?


შრიალებს ჩემი ოცნების ალვა, 

კითხვაზე პასუხს არ მცემს არავინ

ნეტავ რად უნდა სიყვარულს მალვა,

რა აქვს სიყვარულს დასამალავი?..

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen