|
ერთი დღით თოვლის ძეგლი დამიდგით ჩემი სამშობლოს დედაქალაქში, მოვარდეს დილა ცეტი ამინდით, გვიან მობეზრდეს ჩემთან თამაში.
ჯადოსანივით გულთამხილველი, უჩემოდ გაზრდილ შვილს ევალება შუბლში მესროლოს გუნდა პირველი.
ერთი დღით ვიდგე თეთრ ქანდაკებად, რადგან სამშობლო კერის ნაცარი არ მყვარებია სხვაზე ნაკლებად.
მხრებზე სიმძიმე რადგან არ მაწევს, პატარა ბავშვის ხელის შეხება მიწისძვრასავით შემაბარბაცებს.
მქონდეს ნახშირის შავი თვალები, ერთი დღით ვიდგე ასე ზღაპრულად, მერე ჩავდნები, ჩავიმალები.
ქარმა მომგლიჯოს თეთრი ფაფარი, კიდევ მოუვალ ჩემ საქართველოს, გაისად, როცა მოვა ზამთარი.
ჩემი სამშობლოს დედაქალაქში, მოვარდეს დილა ცეტი ამინდით, აღარ მობეზრდეს ჩემთან თამაში.
სამდურავს გეტყვით, ჰო, დიდ სამდურავს: საქართველოში საკუთარ ძეგლად ჩავთვლი სუყველა თოვლის ბაბუას. |
| პოეზიის გვერდი • • • |


