კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 18:18

 

გაცვდა ქვეყანა ამდენ თქმაში და გადათქმაში

და გაჰყვა ქარებს, - წლებს რომ ანდე და ანაცვალე, -

სუნთქვა - ცივი და გაყინული, როგორც საძვალე,

და ტაძრის კედლებს გადმოსცვივდა თეთრი ბათქაში


მაგრამ ის ელვა - ეგვიპტური ზეცის ატლასი -

მაინც გეცნო და, დამაშვრალმა - მზით განაწვალებ

უდაბნოს ქარში გულმხურვალე ცრემლით დაცვარე

უბე და კალთა ქვადქცეული კლეოპატრასი.


ჩაქრა წამი და წამთან ერთად წარსულს ჩაბარდა

ქროლვა და ფრთონვა - ქართა ხმა და ხმა წინაპართა;

არად აგდებენ აჩრდილები ჟამთა ზვაობას,


მხოლოდ ეს ხმები, - ცა რომ გახნეს და გადაბომბეს, -

წუთით შეძრავენ მარადიულ მათ უძრაობას

და ნელი თრთოლვა გადაუვლის ძველ კატაკომბებს...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen