მთარგმნელი: თამთა ბერიშვილი
|
1
ქალაქს ჯალათი მოადგა ერთხელ ოქროს და სისხლის ნაზავით მთვრალი. მიმოიხედა და სასამართლოს მოედანს უმალ დაადგა თვალი.
არც ისე დიდი, უბრალო ფორმის, შენობის კარზე უფრო ვიწრო და სიმაღლეშიაც სულ მომცრო ზომის.
რა დააშავა? ანდა რა ელის? გაგვიელვებდა ხანდახან ფიქრი, დაიმსახურა ალბათ სასჯელი.
შიშით ვუცქერდით მის მზაკვარ მზერას და ბოლოს ერთმა შეჰბედა მხოლოდ - “ვისთვის დაიდგა ეს სახრჩობელა?”
და უცანური რამე წარმოსთქვა: მემსახურები ერთგულად თუკი, დაიმსახურო ეგება თოკი.”
ამოირჩია ვიღაცა მწირი და ყველამ შვებით ამოისუნთქა, რაში გვანაღვლებს ჩვენ სხვისი ჭირი.
გაგვითენდება ხვალ დილა მშვიდი, ჩვენც დავივიწყეთ ეს მძიმე დღე და ხმა არ გავიღეთ ჯალათის რიდით.
2
აი, გათენდა, ზეცა განათდა, ქუჩებს და სახლებს მზემ სტყორცნა სხივი და მოედანზეც უმალ გამოჩნდა იმ სახრჩობელას შავ-ბნელი ჩრდილი.
და ხელში ბაწარს ათამაშებდა, თვალებში სუსხით, გაყინულ სახით გამვლელ-გამომვლელს აკვირდებოდა.
ხომ დაისაჯა ის უცხო მწირი?” მერე დავდუმდით გაოგნებულნი, ეს სახრჩობელა არ იყო მისთვის.
ჩამოსახრჩობად მე ერთი კაცის? და გულიანად გადიხარხარა: მხოლოდ მოვსინჯე სიმტკიცე ბაწრის.
ჩვენ არ აგყვებით ბინძურ თამაშში!” ჯალათი მყისვე მის გვერდით გაჩნდა: “ბოროტმოქმედის შენ ხარ დამქაში”.
ხალხი გაშეშდა, გაქვავდა შიშით, ვერვინ შეჰბედა შეკამათება და გაიყურსა ჯალათის რიდით.
ხე გაიჟღინთა სისხლით და ცრემლით, ძირში ჩავიდა, ქვემოთ გაჟონა და სახრჩობელამ გაიდგა ფესვი.
სულ აღარ იყო უბრალო ფორმის, სამსჯავროს კარზე უფრო ფართო და სიგრძე-სიგანეც ვეება ზომის.
3
მესამე მსხვერპლი, ჯალათის სიტყვით, ათეისტია, ვიღაც ურჯულო. ვინ თანაუგრძნობს ასეთ არაკაცს? აბა ვინ არის კიდევ ურწმუნო?
საშიშროება ჩვენ აღარ გველის?” და ჩაიცინა ჯალათმა ჩუმად: “მხოლოდ სიმყარე მოვსინჯე ძელის”.
უშნოდ მღეროდა, ალბათ უქნარა. მისი სიმღერა არ მოეწონა არ შეისმინა მისი მუდარა.
იმედით ვფიქრობთ, ბოლოა ალბათ. მაგრამ ჯალათმა ჩაიქირქილა: “ძელზე ბაწარი მოვარგე კარგად”.
დღეს დღე მოჰყვება და ღამეს ღამე და სახრჩობელამ სასამართლოს წინ თავის სიდიდით დაფარა არე.
4
დაცლილ ქუჩებში მოულოდნელად ჩემი სახელი გაისმა მკვეთრად, მიმოვიხედე, ვერავინ ვნახე სახრჩობელას წინ მომდევნო მსხვერპლად.
ამ ეშაფოტის ჩამოსაშლელად და ამ იმედით მე გავემართე ჯალათისაკენ დასახმარებლად.
მივუახლოვდი მოედანს ჩუმად, მან გამიღიმა, ხელში ეჭირა გამზადებული ბაწარი ყულფად.
ცოტა მოქაჩა, მოსინჯა ძელი, მერე ღიმილით გამოიხედა, მხარზე დამადო მსახვრალი ხელი.
“ეს სახრჩობელა ჩემთვის არ არის. მოსამსახურე მე არ ვარ შენი. ეს ხომ ხრიკია შენი მზაკვარი”.
ასე ფიქრობდი თურმე აქამდე? მე შენ სიმართლე გითხარი მხოლოდ, ეს სახრჩობელა შენთვის ავაგე.
ვინ მიყურებდა ლაჩრულ იმედით? და სად არიან, ვინც ახლა შენთვის ხმას გაიღებდა სულაც მცირედით?
“მოკლეს” - ჯალათმა ჩაურთო ავად. აქამდე მხოლოდ ისინი ვხოცე, რისი უფლებაც შენ მომეც თავად.
ვერ დავინახე კაცი ვერცერთი, ჯალათმა ყულფი რომ ჩამომაცვა, არვინ შესძახა ჩემთვის „შეჩერდი!“ |


